აგვისტოში ზრდის შემდეგ, სექტემბერში საქართველოს საგარეო ვალი 142.1 მლნ დოლარით შემცირდა და თვის ბოლოს 8.92 მლრდ დოლარი (23.2 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან მთავრობის ვალი 8.6 მლრდ დოლარია. სექტემბერში ქვეყანამ 56 მლნ დოლარი მიიღო, თუმცა 41.7 მლნ დოლარი ძირითადი ვალის დასაფარად, 19.5 მლნ დოლარი კი პროცენტის გადასახდელად გადაიხადა. ამავე პერიოდში საშინაო ვალი 172 მლნ ლარით გაიზარდა და 13.06 მლრდ ლარს მიაღწია. შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ვალმა ჯამში 36.3 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს უმსხვილეს კრედიტორებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.