პაპუაშვილი: Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Amnesty International-ს თაღლითობაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას აზიარებს, რომელმაც ორგანიზაციას თაღლითური უწოდა. პაპუაშვილის თქმით, ორგანიზაციამ ეს სახელი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიმკვიდრა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე კამპანიაში ჩაერთო. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოგვიანებით უარყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და მიიჩნია, რომ მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ იყო საჭირო. მისი შეფასებით, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით წარმოებული კამპანია ჩავარდა, Amnesty International-მა კი თაღლითის სახელი დაიმკვიდრა.