„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართა. განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში უკვე შევიდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტია „არც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებს, არც ხელისუფლების ლეგიტიმაციას“. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და „ფედერალისტების“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა.