GEнацвале | Генацвале

@georgiafacts · news · Russian · active

Subscribers 4.4K Subscribers, last 30 days: 4.4K → 4.4K +0 24h
Reach per post (ERR) 17.5%771 avg views
Posting 8.1/day last 1 hour ago
Reactions per 1K views 5.0 🤡 ❤ 👍

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ ბატში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მედიის, HORECA სექტორისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქვეყნის მეღვინეობის ისტორიასა და თანამედროვე წარმოებას გაეცნენ. პრეზენტაციას ღვინის ცნობილი ბრიტანელი ავტორი ფიონა ბეკეტი და ჟურნალისტი კეიტ ჰოუკინგსი უძღვებოდნენ, რომლის სტატიებიც Financial Times-ში, The Guardian-ში, The Telegraph-სა და Decanter-ში ქვეყნდება. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და Swirl Wine Group-ის ორგანიზებით ჩატარდა. კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაციები ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც იმართება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 268 ათას ლიტრამდე ღვინო გავიდა — 37%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

Views over time

020040060015 Sep 15:3511 Nov 02:3348915 Sep 15:35: 0 views11 Nov 02:33: 489 views
Snapshots we took after posting.
WhenViews
15 Sep 2026, 15:350
11 Nov 2026, 02:33489

Who shared this post

Posts in other channels we index that link to this one. (Forwards with a hidden source can't be traced.)

Nobody yet.