საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც 3 წელს ციხეში გაატარებს, 2 წელი კი პირობითი იქნება. მას ასევე 1 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება ჩამოერთვა, მათ შორის სახლები ესპანეთსა და წყნეთში. საპროცესო შეთანხმება ასევე გაუფორმდათ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას. მხეიძესა და ხაინდრავას 4 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა ციხეში ისინი 1 წელსა და 2 თვეს გაატარებენ, დარჩენილი 3 წელი კი პირობითი იქნება. ორივეს 100-100 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.