ყოფილი პრეზიდენტი თითქმის ყოველდღე ახალ წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მორიგი პოლიტიკური მოწოდებებით მიმართავს. ამჯერად სააკაშვილი ოპოზიციას და მედიას მოუწოდებს, არ ისაუბრონ იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები შესაძლოა ციხეში წლების განმავლობაში დარჩნენ. მისი თქმით, საქართველო „ძალიან მალე გათავისუფლდება“ და მასთან ერთად „უსამართლოდ დატყვევებული ადამიანებიც“ გამოვლენ. სააკაშვილმა ოპოზიციას ურჩია, „ჩამოშვებული ცხვირები გაისწორონ“ და „ხელი გაანძრიონ“ — მოკლედ, მორიგი წერილი მიშასგან, მორიგი დაპირება საქართველოს „ძალიან მალე“ გათავისუფლებაზე.