GEнацвале | Генацвале

@georgiafacts · news · Russian · active

Subscribers 4.4K Subscribers, last 30 days: 4.4K → 4.4K +0 24h
Reach per post (ERR) 17.5%771 avg views
Posting 8.1/day last 13 minutes ago
Reactions per 1K views 5.1 🤡 ❤ 👍

❗️ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მესამე წერილს ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის“ წარმოებაში ადანაშაულებს. ღარიბაშვილის თქმით, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მისი ოჯახის წევრს ახლო მეგობრის ხელით წერილი გადასცა და კორუფციული ბრალის აღიარება მოსთხოვა, რათა პოლიტიკიდან საბოლოოდ ჩამოშორებულიყო. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, მათ შორის მეორედ გაკეთდა მინიშნება მისი 75 წლის მამის შესაძლო დაკავებაზე. „რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში... ახლა კი იძულებული ვიქნები, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯს სარკისებურად ვუპასუხო“, — წერს ღარიბაშვილი. ის ასევე აცხადებს, რომ არავის ებრძვის და მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს იცავს. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება უშედეგოდ ცდილობს მისგან ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის „მოღალატის“ გამოყვანას. „არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ“, — აცხადებს ყოფილი პრემიერი.

Views over time

020040060020 Aug 15:3411 Nov 02:3352520 Aug 15:34: 0 views11 Nov 02:33: 525 views
Snapshots we took after posting.
WhenViews
20 Aug 2026, 15:340
11 Nov 2026, 02:33525

Who shared this post

Posts in other channels we index that link to this one. (Forwards with a hidden source can't be traced.)

Nobody yet.